среда, 12 мая 2010 г.

მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლები

masc

მასწავლებლეთა კვალიფიკაციის ამაღლება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლგიების ათვისების და გამოყენების კუთხით, ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.

სამიზნე ჯგუფი

კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ იმ საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ინტერნეტ-კავშირით იქნება უზრუნველყოფილი 2010 წლის ბოლომდე ”საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” მიერ.

ტრენინგ-კურსის აღწერა

კურსი 24 საათისაგან შედგება, რომელიც 8 სამსაათიან დღედაა დაყოფილი.

დღე I. შესავალი

კომპიუტერის მოწყობილობები

თაგვისა და კლავიატურის მოხმარება

დღე II. ტექსტური რედაქტორი

ტექსტის შეტანა, ფორმატირება

სასწავლო ტესტის შედგენის მეთოდიკა და ძირითადი საფეხურები

დღე III. ფაილები და საქაღალდეები

მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე

ფაილის ტიპები

დღე IV. ინტერნეტის გამოყენება პროფესიული მიზნებისათვის

საგანმანათლებლო რესურსები ინტერნეტში

საძიებო სერვისი

ტექსტური და მედია-ელემენტების მოძიება და გადმოწერა

დღე V. ელექტრონული ფოსტა

ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაცია

ელექტრონულ წერილებზე მუშაობა

სასწავლო/მეთოდური მასალების ძიება

დღე VI. ტექსტური რედაქტორი (გაგრძელება)

გრაფიკულ ობიექტებზე მუშაობა

ცხრილებზე მუშაობა

დღე VII. ელექტრონული ცხრილები

მონაცემების შეტანა ელექტრონულ ცხრილებში

მონაცემების რედაქტირება

დღე VIII. ციფრული მეხსიერება

ინფორმაციის მატარებლები

ინფორმაციის მატარებლებზე (დისკები, ფლეშ-მეხსიერება) მუშაობა

კურსის შედეგები

კურსის წარმატებით გავლის შედეგად მონაწილე:

· შეძლებს დამოუკიდებლად კომპიუტერის ჩართვას და გამორთვას უსაფრთხო რეჟიმში;

· შეძლებს ისაუბროს და განასხვავოს კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები;

· შეძლებს ფანჯრებში და ამოცანების პანელზე მუშაობას;

· შეძლებს საქაღალდეებსა და ფაილებზე მუშაობას;

· შეძლებს ფაილის ტიპების ამოცნობას;

· შეძლებს ტექსტურ რედაქტორში მუშაობას (დოკუმენტის შექმნა და ფორმატირება, ცხრილების შექმნა, გრაფიკული ობიექტების ჩასმა, დოკუმენტების შენახვა (ოპერაციულ სისტემასთან თავსებადობის გათვალისწინებით);

· შეძლებს შემნახველი მოწყობილობების გამოყენებას;

· შეძლებს საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებას;

· შეძლებს მსგავსი ამოცანების იდენტიფიკაციას სხვადასხვა საოფისე პროგრამაში;

· შეძლებს ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობას (უჯრაში მონაცემთა ტიპების გარჩევა, უჯრის ფორმატირება, ფურცლებზე მუშაობა, უჯრებზე არითმეტიკული ოპერაციების შესრულება);

· შეძლებს ინტერნეტის გამოყენებას პროფესიული საქმიანობისთვის (პროფესიული ინფორმაციის მოძიება, შენახვა);

· შეძლებს კომუნიკაციას ტექნოლოგიების საშუალებით (ელ-ფოსტით სარგებლობა).

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე მასწავლებელი მიიღებს სერტიფიკატს

სერტიფიცირების პირობები:

· მინიმუმ 6 ტრენინგ-დღეზე დასწრება;

· კურსის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში.

საკონტაქტო პირი:

პროგრამის კოორდინატორი - ეკა ჯელაძე

ტელ: 877 152010, ელ-ფოსტა: ejeladze@tpdc.ge

воскресенье, 9 мая 2010 г.

ისტ საბაზო კურსი მასწავლებლებისათვის - ტრენერები და ტრენინგები

აი, როგორ იყო ყველაფერი...

გასაუბრების შემდეგ შეგვარჩიეს 11 ადამიანი და ბაზალეთზე წაგვიყვანეს ტრენერთა ტრენინგისათვის .


ლილი კაცაძე, პაატა ჩორგოლაშვილი, პროგრამის კოორდინატორი  ეკა ჯელაძე, ჩვენი ტრენერი  მაია გონაშვილი, ელენე ბეთლემიშვილი, უჩა ქაჩლიშვილი, გიორგი ხომასურიძე, ირინე ყეინიშვილი, გიორგი არავიაშვილი, მარინე მურჯიკნელი, ეთო პაიჭაძე


























ზაზა გიორგაძე, ბესიკ ჯმუხაძე და გიორგი ხომასურიძე