вторник, 1 июня 2010 г.

ჩემი მცხეთა


ალბათ გახსოვთ რომ შეგპირდით მცხეთას გაჩვენებთ -თქო... მცხეთა არის ერთ-ერთი უმშვიდესი და უწყნარესი ქალაქი ქალაქებს შორის... რატომღაც რამდენჯერაც ჩავედი იმდენჯერ კარგი ამინდი დამხვდა... გორიდან სამარშუტოს მივდევ ხოლმე, გზაში კითხვას ვასწრებ, თავისუფლად...მცხეთის კიბეებთან ჩამოვდივარ, კიბეებს ავუყვები და იქვე ქალაქის სამარშუტოები გელოდებიან. 10 წუთში ქალაქის ცენტრში ხარ...





ეს სანამ კიბეებზე ავალ და სკოლაში შევალ...





ასეთი ლამაზი ხედი იშლება სკოლის ფანჯრიდან, თუმცა ჩვენი სამუშაო კლასი მეორე მხარესაა... (ჩემი ფავორიტი კაფეც ხომ ჩანს?!)



ეს სკოლის ეზოა...




როცა ერთ ჯგუფს ვუშვებ და მეორეს ვიწყებ, წუთშესვენება რომ გვჭირდება ეს ხომ ყველამ ვიცით, და მეც ჩემს "აღმოჩენილ" ღია-კაფეში გავრბივარ!!!




ასეთია სკოლა კაფედან , მე ვზივარ, ყავას ვსვამ და ენერგიას ვიკრებ...



რას ვსვამ? რას და მწვანე იაკობსს, თუმცა ქარს სურნელი საით მიაქვს ჯერ არ ვიცი....